“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, 24 მაისს, კომპანია მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩა N22-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
GWP-ის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
“სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24 მაისს 23:50 საათიდან 25 მაისის, დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, კოსტავას I შესახვევს, თარხნიშვილის, ზანდუკელის და ჯანაშიას ქუჩებს; ბარნოვის, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების ნაწილს; რევაზ ლაღიძის, მიტროფანე ლაღიძის, გრიბოედოვის, შევჩენკოს, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.