თბილისის ყოფილი მერი, პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალჩინოსანი ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ასევე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილის.
1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა.
1995 – 1998 წლებში კი – საქართველოს პირველი სახელმწიფო მინისტრის პოსტი.