დღეს, 5 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასის განცხადებით, ამის მიზეზი გადაუდებელი სამუშოებია.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარსადანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, თამარაშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ვეკუას, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის და მანაგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მომდებარე ტერიტორიის, ხევძმარის, შეშელიძის, ბრომშტეინის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, სულაქველიძის და ალუბლების ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – წერია თელასის განცხადებაში.