ხვალ, 19 მაისს, თბილისის 30-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიის, კოჯორის (ნაწილობრივ), სოფელი დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ბესიკის, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის (ნაწილობრივ) და ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, კონსტიტუციის და ჩიტაიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის და საქანელას (ნაწლობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ტაბიძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.