ხვალ, 18 თებერვალს თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის მიზეზად თელასი გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშვის და ბაბუციძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩულიშვილის და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ლამბერტის, დანიბეგაშვილის, სტივენსის, ბერტა ფონ ზუტნერის, ასმათის, სტრაბონის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ამბობენ თელასში