ხვალ, 13 ივლისს, თბილისის 50–ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების ცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ჩხიკვაძის ქუჩის ცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას ქუჩის ცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის და დავითაშვილის ქუჩების ცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის ცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველეს ქუჩის ცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის და სამრეკლოს ქუჩების ცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის ცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და გრიგოლ მუხაძის ქუჩის ცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის ცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I, III, IV, X კვარტლების, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თრიალეთის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების ცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების ცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩის ცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებს თელასი.