ხვალ, 10 ივნისს, თბილისი 50-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად ქსელში გადართვებს და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბახტრიონის, ბასილაიას და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, გვარამაძის, დგებუაძის, ერისთავის, ინტენსიფიკაციის, ნუცუბიძის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გორის და ვორონინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის ხევის, საინგილოს და შორაპნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის, ნიშნიანიძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, მაისურაძის, გიორგი ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, აბაშვილის და კაკლიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს კომპანია თელასი.