თბილისის 60 ქუჩა, რომელსაც ხვალ 18 საათით წყალი შეუწყდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება – მოეწყობა ტუმბო-აგრეგატი და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

“სამუშაოები 14 მაისს 14:00 საათზე დაიწყება და 15 მაისს დილის 08:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, ქობულეთის, კეკელიძის, ბარნოვის, ნაფარეულის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, თამარაშვილის, დოლიძის, კოსტავას, ცინცაძის, მიცკევიჩის, საირმის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში – რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ყიფიანის, ქიქოძის, ჟვანიას, აბაშიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის ქუჩებს; მელიქიშვილის გამზირს, ჭოველიძის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს, ოქროყანის დასახლებას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას ქ. N21-ს.