“ჩემგან არავის გესწავლებათ და ყველამ ვიცით რომ თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას. თბილისი არის ქალაქი თავისი მყარი სოციალური არქიტექტურით, ისტორიითა და განუმეორებელი კოლორიტით. ალბათ ყველა “ახალგაზრდა“ ქალაქი რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, ყველა ძველი ქალაქი კი გამორჩეულია თავისებურად, თუმცა თბილისს არამხოლოდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩაბუდებული ისტორია და გასაოცარი კულტურული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობა, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით გაფანტული ადამიანები ქმნიან. სწორედ ეს ადამიანები სძენენ ამ საოცარ ქალაქს სიცოცხლეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, მათი საცხოვრებელი გარემო გავხადოთ სოციალურად უფრო მეტად უზრუნველყოფილი, ჯანსაღი, კომფორტული და სიცოცხლით სავსე”

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის წარდგენისას.