5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას, ასევე დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება.