“თბილისი პრაიდი”, „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გეგმებზე საუბრობს.
„2021 წლის პრაიდის კვირეული 1-5 ივლის ჩატარდება, რომელიც შედგება სამი მთავარი ღონისძიებისგან.
ხუთშაბათი, 1 ივლისი – ღირსების მარშის სახალხო ჩვენება – ბრიტანული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახულია თბილისში პირველი ღირსების მარშის ირგვლივ განვიტარებული მოვლენები;
შაბათი, 3 ივლისი – ღია ცის ქვეშ ჩატარდება Pride Fest, სადაც შეიკრიბებიან “ქვიარ“ არტისტები და მუსიკოსები;
ორშაბათი, 5 ივლისი – ღირსების მარშის დასასრული, პრაიდის კვირეული.
წელს მარში იქნება, სოლიდარობისთვის ჩვენი პარტნიორი სამოქალაქო მოძრაობებისთვის, აქტივისტებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის და საერთაშორისო მეგობრებისთვის.
„თბილისის პრაიდის კვირეული“ არის პოლიტიკური მოვლენა. ჩვენ ვიცავთ ფუნდამენტურ უფლებებს და გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა და სოლიდარობა. Შემოგვიერთდი!“, – ნათქვამია განცხადებაში.