თბილისი–ფოთის მატარებელი ტექნიკური პრობლემების გამო ქუთაისთან გაჩერდა

თბილისი–ფოთის მატარებელი ქუთაისთან, სადგურ რიონშია გაჩერებული და უცნობია, როდის განახლდება მისი მოძრაობა. რკინიგზის განცხადებით მატარებელს ტექნიკური პრობლემები აქვს. როდის აღმოიფხვრება პრობლემები, ჯერჯერობით უცნობია.

“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.“–ნათქვამია განცხადებაში.