საქართველოში ჩატარებულ სწავლებას Noble Partner 2022-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან რუსეთის საგარეო სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირქეტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების “პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზულად” გაითვალისწინებენ.
- “მოსკოვში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებულ Noble Partner 2-ის ორკვირიანი მარავალეროვნული ვარჯიშების ფარგლებში შემუშავებული იყო NATO-ს ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადასროლა, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით”. – თქვა დენის გონჩარმა.