თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“, მთლიანად საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს „დელტა +“-ის 10-მდე შემთხვევა. აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ – დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, – განაცხადა იმნაძემ.