შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორი.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელდა ნარკოტიკების
საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მეტადონი, ბუპრენორფინი, ალფა პვპ, ლირიკა, კეტამინი, მეტამფეტამინი, LSD, მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.