”თბილისს სჭირდება ბრედ პიტი და არა თემურ ჭყონია”- ასე ეხმაურება ფორმულასთან ბიზნესმენი თემურ ჭყონია ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.
”ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება.”- აცხადებს ჭყონია.