თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, თითო ავტობუსში 250 ათასი ევროს გადახდა მისაღებია.
მისი თქმით, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო მუნიციპალური ტრანსპორტი ჰყავს.
“რა თქმა უნდა, მისაღები იყო. თბილისს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ბევრ ევროპულ, ეკონომიკურად ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყანას არ ჰყავდეს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც თბილისს. ჩვენი დაპირებაც ზუსტად ეს იყო, რომ თბილისს ჰყავდეს ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი. ამისთვის არის წამოწყებული ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება ტრანსპორტს”,– განაცხადა კახა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიამ 60 მილიონი ლარით მეტი გადაიხადა, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. კალაძე ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.