თბილისში, აბუსერიძე ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის შელაპარაკების დროს სხვებს აშველებდა, რა დროსაც თავად დაიჭრა. სავარაუდოდ, მას დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.