თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. მას მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა, შარდენის ტერიტორიასთან მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ქალი შარდენის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, საიდანაც გამოსვლის შემდეგ მანქანამ დაარტყა.
მარი ბაბეტას ერთი შვილი დარჩა.