თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი 10:26, 24-06-2021 ფოტო: ფორმულა თბილისში, თამარ მეფის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ. ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.