თბილისში, პეკინის გამზირზე, ორი კაცი 17 წლის ტრანსგენდერ გოგოს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანებები აქვს. გარდა ამისა, გოგოს დაუმტვრიეს ტელეფონი და მოპარეს ჩანთა და საფულე. ამის შემდეგ კი თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ.
დაზარალებული არასრულწლოვანი პოლიციაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.