თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში კაცი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით წლების განმავლობასი თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები დაცვის თანამშრომელმა მიაყენა – მას ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.