პირველი ივნისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომპანია თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის 7.8 თეთრით გაძვირდება.
მომხმარებლებს 1 კუბურ მეტრ გაზში ნაცვლად 46,1 თეთრისა, 53.9 თეთრის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ტარიფის გაზრდა “თბილისი ენერჯიმ” მოითხოვა, რადგან, მათი განცხადებით კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონზე მეტი იზარალა იმის გამო, რომ დღევანდელი ვალუტის კურსით კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით 26 თეთრად ყიდის.
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, თბილისი ენერჯი პრაქტიკულად ვალაუალი ხდება, რის გამოც ტარიფი იზრდება.