თბილისში დამნაგვიანებელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგები განთავსდება

თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად 30 ცალ ფოტოხაფანგს ყიდულობს. განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე, ქ. თბილისის მერიის სახელით განთავსდა.

შესყიდვა აუქციონის გარეშე განხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 000 ლარია.  ფოტოხაფანგების განთავსება-გამოყენება მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის პრეროგატივა იქნება. ფოტოხაფანგების მიზანი იმ მოქალაქეების გამოვლენა და შემდგომი სანქცირება იქნება, რომლებიც გარემოს დააბინძურებენ.ფოტოხაფანგები იმ ადგილებზე დაყენდება, სადაც მოქალაქეები ხშირად აბინძურებენ ტერიტორიას.

ფოტოხაფანგის ძირითადი მახასიათებლები:

  • ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე);
  • სურათის გარჩევადობა: 720 x 2048 ან უკეთესი;
  • 4 ვიდეო: არანაკლებ 720P HD + ხმა;
  • ვიდეოს ხანგრძლივობა: არანაკლებ 90 წამი;
  • სამუშაო ტემპერატურა: -20-დან +50 °C-ის ჩათვლით;
  • განათების მანძილი: არანაკლებ 15 მეტრი;
  • განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი;
  • სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი;
  • PIR (თერმო სენსორი) დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი;
  • დღე/ღამის რეჟიმი სურათისთვის და ვიდეოსთვის;
  • მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი;
  • სურათის ინფორმაცია: არანაკლებ: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი;
  • ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა: არანაკლებ 50,000 სურათამდე ან 1 წელი;
  • ქურდობის აღკვეთა პაროლით დაცვა;
  • აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.