“თბილისში და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული” – სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები

წითლად მონიშნულია მაღალი გეოლოგიური საფრთხის ზონები, ყვითლად საშუალო სიმძიმის საფრთხის ზონები, მწვანე ფერით უსაფრთხო ტერიტორიაა აღნიშნული

“თბილისში და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული” – გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორი, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის  წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერტი, ირაკლი მიქაძე, ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთან საუბრობს.  მიქაძის შეფასებით, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მი­ძი­ნე­ბუ­ლი მე­წყე­რი, იგივე,  ვაშლიჯვრის მეწყერის გააქტიურება,  მაჭავარიანის ქუჩაზე, საავტომობილო გზის გაჭრამ განაპირობა.

თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში 60-მდე მე­წყე­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მე­წყრუ­ლი ზო­ნე­ბია: მთაწ­მინ­დის ჩრდი­ლო­ე­თი ფერ­დო­ბი, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, სო­ლო­ლა­კი, მა­მა­და­ვი­თი, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო, მუ­ხათ­გვერ­დის მთის ფერ­დო­ბე­ბი, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა და მისი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო ე.წ. “ვა­კის მე­წყრე­ბი“, ლოტ­კი­ნის მთა, კი­ბალ­ჩი­ჩის ქუჩა, ლისი, ბა­გე­ბი, აბა­ნო­თუ­ბა­ნი და ა.შ.

ამ­ჟა­მად, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის მხრი­დან ხდე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაჭ­რა, რა­მაც გა­ა­აქ­ტი­უ­რა ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მი­ძი­ნე­ბუ­ლი მე­წყე­რი, და­ი­წყო მისი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოს­ვლის პირ­ვე­ლი სტა­დია, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნაპ­რა­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა. ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ფერ­დო­ბის მდგრა­დო­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სუს­ტე­ბა, მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის და­ნა­წევ­რე­ბა ბლო­კე­ბად, სრი­ა­ლის ზე­და­პი­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ა.შ.

თუ არ შე­ჩერ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის მე­წყრის ფუ­ძეს, ტექ­ნი­კის მოძ­რა­ო­ბა, ბიძ­გე­ბი და რხე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ე­ცე­მა გრუნტს, პრო­ცე­სი რად­გან და­წყე­ბუ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეს, რა­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი წვი­მე­ბი ხელს შე­უ­წყობს. წვი­მა და­ას­ვე­ლებს, და­ამ­ძი­მებს ბლო­კე­ბად დაშ­ლილ გრუნტს, ზე­და­პი­რუ­ლი წყა­ლი ჩავა ნაპ­რა­ლებ­ში, გა­უყ­ვე­ბა სრი­ა­ლის ზე­და­პირს და მო­იყ­ვანს მოძ­რა­ო­ბა­ში მრა­ვალ­ტო­ნი­ან გრუნ­ტის მა­სებს, რომ­ლის შე­ჩე­რე­ბა, შემ­დგომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. თუ ამ პრო­ცესს და­ე­მა­ტა სე­ის­მუ­რი ფაქ­ტო­რიც, თუნ­დაც მცი­რე ბიძ­გე­ბი, მი­წის მასა მო­წყდე­ბა და მე­წყე­რი და­ი­წყებს გა­და­ად­გი­ლე­ბას, ვიდ­რე არ მი­ი­ღებს ახა­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას.

მდი­ნა­რე მტკვრის ტე­რა­სე­ბი, მისი აუ­ზის ფერ­დო­ბებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ან მდი­ნა­რი­სა­კენ ოდ­ნავ დახ­რი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში მდი­ნა­რე მტკვრის კა­ლა­პო­ტის ფსკერს წარ­მო­ად­გენ­და. წარ­სულ­ში მტკვა­რი, თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბულ, დღე­ვან­დე­ლი მთა-გო­რა­კე­ბის დო­ნე­ზე მი­ე­დი­ნე­ბო­და. აკა­დე­მი­კოს ალ. ჯა­ნე­ლი­ძის ხა­ტო­ვა­ნი თქმით: “სა­ნამ დიღ­მის ვე­ლი­დან ყა­რა­ი­ა­სა­კენ გა­იჭ­რე­ბო­დეს, მტკვარ­მა ვიწ­რო­ბი უნდა გა­ი­ა­როს. ეს ვიწ­რო არხი მა­მა­და­ვით­სა და მა­ხ­ა­თას შუა თვით მდი­ნა­რის გაჭ­რი­ლი არის. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ხე­ო­ბა არ არ­სე­ბობ­და და შე­ერ­თე­ბუ­ლი მა­მა­და­ვი­თი და მა­ხა­თა ერ­თი­ა­ნი მთის ქედს წარ­მო­ად­გენ­და“.

თბი­ლი­სის მი­და­მო­ე­ბი წარ­სულ­ში მთა­გო­რი­ა­ნი იყო, იგი მრა­ვა­ლი ნა­კა­დუ­ლით იყო და­სე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც იკ­რი­ბე­ბო­და და ქმნი­და მოზ­რდილ მდი­ნა­რეს. მტკვა­რი ფარ­თო ნა­კა­დის სა­ხით მი­ე­დი­ნე­ბო­და ზღვის დო­ნი­დან 600-620 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. მდი­ნა­რე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და მა­ხ­ა­თას მთა­სა და მა­მა­და­ვი­თის მთას შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მტკვა­რი რე­ცხავ­და ქა­ნებს, შე­დე­გად, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი თან­და­თან ღრმავ­დე­ბო­და.

რაც კი თბი­ლის­ში და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა, მა­გის­ტრა­ლი თუ პროს­პექ­ტია, ყვე­ლა მდი­ნა­რის ტე­რა­სებს წარ­მო­ად­გენს. მდი­ნა­რე ჭრი­და და ჩა­დი­ო­და ქვე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე, სა­დაც თა­ვის ნა­ლექს ლე­ქავ­და.მტკვრის ხე­ო­ბა­ში ასე­თი 6 სა­ფე­ხუ­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მტკვრის შე­ნა­კა­დე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 230 კი­ლო­მეტ­რია. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბაა – 45 კი­ლო­მეტ­რი. ამ ხე­ო­ბა­ში ფერ­დო­ბე­ბი არამ­დგრა­დი ქა­ნე­ბი­სა­გა­ნაა აგე­ბუ­ლი და თავ­სხმა წვი­მე­ბის შე­დე­გად დახ­რა­მუ­ლი, რის გა­მოც, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ქა­ლაქ­ში მი­დის ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის მწვა­ვე პრო­ცე­სი, შენ­დე­ბა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი. თან, ყვე­ლა ცდი­ლობს, სახ­ლი ცენ­ტრში აი­შე­ნოს, გა­რე­უ­ბან­ში ნაკ­ლე­ბად მი­დი­ან. არა­და, ცენ­ტრი ამ­დენ სახ­ლს ვე­ღარ იტანს. ადრე თბი­ლის­ში 4-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი იყო, მერე აშენ­და პირ­ვე­ლი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი, რა­საც 20-სარ­თუ­ლი­ა­ნი მოჰ­ყვა და ახლა უკვე 32-სარ­თუ­ლი­ა­ნებს აშე­ნე­ბენ.

მძიმ­დე­ბა ტე­რა­სე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ძირ­კვლე­ბით. იღე­ბენ ტე­რა­სის ძი­რებს, თხრი­ან საყ­რდენს, რო­მე­ლიც ისე­დაც არ არის მყა­რი, მე­წყერს ფუ­ძეს აც­ლი­ან, რაც შემ­დეგ შე­ნო­ბე­ბის დაბ­ზარ­ვა­საც იწ­ვევს. ავი­ღოთ მდი­ნა­რე ვე­რეს მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო ზოლი, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გმირ­თა მო­ედ­ნამ­დე სულ და­მე­წყრი­ლია, მას “ვა­კის მე­წყრებს“ უწო­დე­ბენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს “მზი­უ­რის” ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლეს სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი ამ ქა­ლაქ­ში ისე­დაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში კლი­მატს ცვლის. ასე­ვე გაზ­რდი­ლია ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. აქ მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი დიდ როლს თა­მა­შო­ბენ, ისი­ნი კონ­ვენ­ცი­უ­რი დი­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბას უწყო­ბენ ხელს. არის ასე­თი წრი­უ­ლი დი­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის გარ­შე­მო, რის შე­დე­გა­დაც სით­ბუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ამას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვიც ემა­ტე­ბა, რაც ჰა­ერს, ღრუბ­ლებს ამ­ძი­მებს და მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის თავ­ზე ამ ყვე­ლაფ­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ახ­დენს, შე­დე­გად მო­დის კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა. აი, რო­გო­რი მძი­მე გავ­ლე­ნა აქვს ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ას კლი­მატ­ზე.

კითხვაზე, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს “ვაშ­ლი­ჯვრი ნაპ­რა­ლის“ შე­კა­ვე­ბა მიქაძე პასუხობს :

“სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყდეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ტექ­ნი­კი­სა და სხვა ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რომ შემ­ცირ­დეს ბიძ­გე­ბი, რხე­ვე­ბი და მე­წყრის ფუ­ძის გა­მო­თხრა. და­წეს­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი ნაპ­რა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, გა­კეთ­დეს ნაპ­რა­ლე­ბის სკა­ნი­რე­ბა და შე­იქ­მნას მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის სივ­რცუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, თუ სად და რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. და­მონ­ტაჟ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა ისე, რო­გორც ეს გა­კეთ­და ვე­რეს ხე­ო­ბა­ში…”

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, Forum.ge – ზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახული იყო დაძრული მეწყერი ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე. ფოტოებზე, გამოსახული იყო ისიც, რომ თბილისის მერია, დაძრული მეწყერის გამაგრებას ბაგირით და ანკერებით ცდილობს. თუმცა, მეწყერის მაშტაბი იმაზე ბევრად დიდია ვიდრე, გუგლის ფოტოებზეა მონიშნული. გეოლოგები წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ თბილისის მერიას, რომ კონკრეტულად ამ ფერდზე არ გაეცათ ნებართვები და არ გადაეტვირთათ მშენებლობებით რადგან ამ საფრთხის წინაშე დადგებოდა ქალაქი.

გეოლოგები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პროცესი, რომელიც ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე  დაიწყო უდიდესი საფრთხის შემცველია მოსახლეობისათვის და საჭიროა დროულად რეაგირება, რადგან უზარმაზარ ფერდზეა საუბარი. სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ მეწყერი დღეში 5 სმ-ით მოძრაობს. წვიმიანი ამინდები ფერდის სრულად მოწყვეტას დააჩქარებს,  ხოლო სრულად მოწყვეტის შემდეგ  ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, რომლის შემდეგაც, ჯერ შეაგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება.

სამოქალაქო აქტივისტმა, ოთარ ალაშვილმა სოციალურ ქსელში დამეწყრულ ზონაზე საგანგაშო პროგნოზი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ვაშლიჯავარი​-ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მიწის ფართობი, მილიონ სამასი ათასამდე კუბურ მეტრ მეწყრულ მასას შეადგენს. 

“აჰა გეოლოგიის და სამთო ინჟინერიის ფეისბუქ პროფესორობას გაგიზიარებთ ზ ნუ ეგრე იტყვიან მერიაში , გავრცელებული ფოტოებიდან მთელი ეს მონაკვეთი იმეწყრება თავიდან მარტო ზედა სამკუთხედი მეგონა მაგრამ დაბლაც დაძრულია …

ანუ ეს ფართობი რომ მოწყდეს მივიღებთ მილიონ სამასი ათასამდე კუბურ მეტრ მეწყრულ მასას რაოდენობა ადვილად რომ წარმოიდგინოთ მაგალითა მოვიყვან

მტკვირის კალაპოტი არის 80 მეტრამდე განში მეტრამდე რომ დავფაროთ ამ მასით სიმაღლეში 16.2 კილომეტრზე გაიშლება ანუ გლდანის ხიდებიდან სადღაც ორთაჭალის ბოლო ხოდამდე გაწვდება , ფაქტიურად მთელი თბილსის გამაგრებული მტკვრის კალაპოტის ავსებაა შესაძლებელი…”- წერს ოთარ ალაშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისის მერიამ, ლისის ფერდობის შესასწავლად გერმანელი გეოლოგ-ინჟინრები მოიწვია საქარტველოში რათა,მეწყრული პროცესების შედეგად მოწყვეტილი ლისის ფერდობი შეესწავლათ. მოწვეულმა გეოლოგ-ინჟინერმა, პეტერ ნიუმანმა განაცხადა რომ პროცესი რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლოა, მასშტაბური მეწყრის საწყის ეტაპი იყოს.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა.

ამ გენგეგმის მიხედვით, მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამჟამად მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა. ამის მიუხედავად, მერიამ “ბლექ სი გრუპს” გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება მაინც მისცა.