თბილისში დეტექტივების სამმართველოს უფროსი 6 გასროლით მოკლეს. დაზიანებები აქვს დაკავებულსაც

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლით მისივე თანამშრომელმა მოკლა. შემთხვევა დღეს  გამთენიისას თბილისში მოხდა.

პოლიციელი, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან.

სავარაუდო დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, მაგრამ ბოლო პერიოდში კადრების განყოფილებაში იყო დასაქმებული. მღებრიშვილი ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის რაჭაში, ამბროლაურში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

“მთავარი არხის“ ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დაკავებამდე, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

მოკლული ალექსანდრე შეყელაძე გლდანში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე  გაასვენეს.