ქართველი დიზაინერის, გიორგი მასხულიას განცხადებით, თბილისში, კლუბ “ოთახში”, გვიან ღამით 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
თავისივე გავრცელებულ ვიდეოში მასხულია ამბობს, რომ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ მოახდინეს. ის თავდამსხმელების დაკავებას ითხოვს.
“რა დავაშავე, მტკივა ყველაფერი, ჩემს ქვეყანაში რა უნდათ, რას ვაშავებ, ვატარებ კონკურსებს და თავზე მესხმევა. დამეხმარეთ, ხალხო, მაინცდამაინც ბერას ნათესავი უნდა ვიყო, ან ვიღაცა?!”,– ამბობს ის ვიდეომიმართვაში.