თბილისში, თოიძის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.