თბილისში, ვაზიანის დასახლებაში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს 15:58, 29-08-2025 თბილისში, ვაზიანის დასახლებაში, კორპუსთან ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. ინფორმაცია შსს-ში ადასტურებენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.