თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჭრაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, თავად დაშავებულის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.