თბილისში კაცმა ცოლი ავტობუსში მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

თბილისში გურამიშვილის გამზირზე  კაცმა ცოლი ავტობუსში მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

“ქმარმა შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა ავტობუსში, არ ვიცი ცოცხალია თუა არა”, – წერს თვითმხილველი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულში ბრალდებული კაცი ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.