თბილისში, საკუთარ სახლში, დიღომში მოკლეს მოდელი კესარია აბრამიძე. ის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალია.
არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.