თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე მოპედზე მჯდომმა პირმა მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დოლიძის საძმოს წევრს მან ათამდე ტყვია ესროლა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბრალდებულს “გლოვოს” საკურიერო ჩანთა ეკეთა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ის სავარაუდოდ კურიერი არ არის.
მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება, რომლებმაც ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.