თბილისში ლეღვის ნახარშით ქალმა სხეულის 35% დაიწვა – ქაშიბაძე

თბილისში 32 წლის ქალი ლეღვის ნახარშით დაიწვა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელია, გუგაქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 35% აქვს დამწვარი.

ქაშიბაძის ინფორმაციით, ქალს ღრმა დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

“თბილისიდან, ლეღვის ნახარშის დამწვრობით გუშინ შემოიყვანეს ჩვენთან 32 წლის ქალი. რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარშით ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. აქვს სადღაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა. მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. საბედნიეროდ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება. სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის ფოთლები გამოიყენა”, – განაცხადა ექიმმა.

მისივე ცნობით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის უკვე მეოთხე შემთხვევაა.