თბილისში, ბაგრატიონის 6-ა-ში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მათგან ერ-ერი არასრულწლოვანია, ერთი კაცი და ორი ქალი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაბეჟილობა და ნაკაწრები აღენიშნება, ერთ პირს ქვედა კიდურების მოტეხილობა, დანარჩენ ორ დაშავებულს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები.
ამჯამად ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.