თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

თბილისში მოზრდილი მოსახლეობის  68.8% სრულად ვაქცინირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნა ავრცელებს.მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია, ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ კარგია.

“ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს. თბილისში უკვე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტია მოცვა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 24.8%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.2%-ი. სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 24.8%-ი.