თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ ლაღიძის ქუჩაზე, მიტოვებული შენობა იწვის.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 10-მდე ეკიპაჟი მუშაობს.