თბილისში ოპოზიციის აქცია 6 ნოემბერს გაიმართება – ენმ

თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია 6 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაცია ენმ-ს პრესსამსახურმა დაადასტურა.

თავდაპირველად, ნიკა მელიამ თქვა, რომ აქცია კვირას ჩატარდებოდა, თუმცა შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ უარყო. მან თქვა, რომ აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, “იმიტომ რომ 7 ნოემბერს არ უნდა იყოს”.

ოპოზიცია მასშტაბური აქციის ჩატარებამდე რეგიონებში წასვლას და ხმების დაცვას აპირებს.