თბილისში პოლიციის მაიორმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაიორმა თბილისში სავარაუდოდ თავი მოიკლა.

ის გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.