თბილისში, პროპორციულის შემაჯამებელი ოქმების 39% შეცდომითაა დაჯამებული – აღნიშნულ ინფორმაციას, “აი, ფაქტი” სოციალურ ქსელში ავრცელებს ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებზე დაყრდნობით. მათი თქმით. თბილისში სულ 769 უბანია სსაიდანაც 297 უბნის ოქმში დისბალანსია.
”თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39 პროცენტი შეცდომითაა დაჯამებული. ჩვენ დავითვალეთ #ცესკო -ს მიერ გამოქვეყნებული თითოეული უბნის პროპორციული ოქმი და გიზიარებთ შედეგებს.
სულ თბილისში 769 უბანია, აქედან 297 უბნის ოქმში დისბალანსია. საბურთალოსა და ნაძალადევში შევსებული ოქმების 48-48 პროცენტია შეცდომით დაჯამებული. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი კრწანისის ოლქში იყო, სადაც შეცდომითაა შევსებული ოქმების 16 პროცენტი. ” – ნათქვამია განცხადებაში.