თბილისში, რამდენიმე მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს – ჩალაძე

გენეტიკის  ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალჩინოსანსა და მაღალი იერარქიის პირს.

“მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს”, – ამბობს ჩალაძე მთავარ არხთან საუბრისას.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინას შემოიტანენ. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში პირველად ფაიზერის, შემდეგ Astrazeneca-ს შემოტანა დაიწყება.