დღეს თბილისში, კანცელარიასთან, 4 საათზე, რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით, “შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია!!!” გაუქმებულია. რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ ახლა მხარდაჭერა ყველაზე მეტად, სოფელ გუმათთან სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, თბილისში დაგეგმილი აქცია გაუქმდა და აქტივისტები და მხარდაჭერები, 4 საათზე სწორედ სოფელ გუმატთან შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჯერ-ჯერობით თბილისში აქციას არ გეგმავენ, რადგან თბილისში აქცია მისი განცხადებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაიმართება და ეს აქცია არ იქნება ისეთი მშვიდობიანი როგორიც ახლა რიონის ხეობაში ტარდება. თბილისში ნამახვანჰესის საპროტესტო აქცია, ბევრად მწვავე იქნება, აცხადებს გოლეთიანი.