სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყალმომარაგების ახალი გეგმური ტარიფები დაუდგინა – ახალი ტარიფების მიხედვით, სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩება, ხოლო ზრდა შეეხება კომერციულ აბონენტებს.
თბილისსა და მცხეთაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის არსებული ტარიფი არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კუბურ მეტრზე 6.5 თეთრია, ახალი ტარიფით 8.8 თეთრი განისაზღვრა; ახალი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
როგორც სემეკი აცხადებს, ტარიფის მატება გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში – 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.