თბილისში, საბურთალოზე, საცხოვრებელი სახლიდან გათბობის ქვაბი მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის დროს ქვაბი ჩართულ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.