თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1 მარტიდან აპირებს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ამ ქალაქებში პირველი თებერვლიდან მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და ობიექტები გაიხსნება.
პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა აღდგება ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში.
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.