თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ორი პირი სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღების დროს დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.