პირველი არხის ინფორმაციით თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს უკავშირდება. პირველი არხის ინფორმაციით ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.
განახლება:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისში, მოსკოვის გამზირზე საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს ვასამბეგ ბოკოვის საქმეს არ უკავშირდებოდა. სუსის ინფორმაციით მათ ადგილზე არავინ დაუკავებიათ. საგამოძოებო მოქმედებებთან დაკავშირებით დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.