თბილისში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” მენეჯერს COVID-19 დაუდგინდა

ვარკეთილში, სუპერმარკეტ “ზღაპარის” მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მაღაზიის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.

მარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და იზოლაციაში მყოფ თანამშრომლებს სხვა პერსონალი ცვლის.