თბილისში, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა. დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

“დაგვიშინეს შუშის ბოთლები, ქვები და ამ დროს, ჩვენმა ტრანსგენდერმა მეგობარმა მიიღო დაზიანება შუშის ბოთლით, გავიქეცით პოლიციას ვეძახეთ, თუმცა პოლიციის მხრიდან რეაგირება იყო ნული”, – უყვება ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულას.