გუშინ,გვიან ღამით 4 ტრანსგენდერ ქალს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, მოპარეს კუთვნილი ნივთებიც. თავდამსხმელები ადგილიდან საპატრულო პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერების უფლებები დაცული არ არის. მათი თქმით, მთავრობის მტკიცება, რომ ლგბტ თემის უფლებები დაცულია, დამცინავი და სამარცხვინოა, რადგან მათ არ აქვთ სამსახურის დაწყების შესაძლებლობა და მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.